ქ.
თბილისის №43 საჯარო სკოლა არის ერთ-ერთი სამოდელო სკოლა
პროგრამა ”ირმის ნახტომის” ფარგლებში.
სკოლამ ორჯერ მიიღო
მონაწილეობა”ირმის ნახტომის” მიერ გამოცხადებულ საგრანტო
კონკურსში: 2005 წლის სექტემბერში და 2006 წლის ივნისში. ამ
კონკურსებში გამარჯვების შედეგად სკოლას გადაეცა 2
კომპიუტერული კლასი - სულ 32 კომპიუტერი.
სკოლა მონაწილეობას იღებს ყველა კონკურსში, რაც
კი ცხადდება პროგრამა ”ირმის ნახტომის” ფარგლებში; 2006 წლის
24 მარტს სკოლას გადაეცა გრან-პრი - პორტარტული კომპიუტერი
საუკეთესო ლიტერატურული ჟურნალის გამოცემისთვის. ჟურნალის
სახელწოდებაა ”45 წუთის მიღმა”.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ მონაწილეობა
მიიღო და გაიმარჯვა კონკურსში ”ფერადი პლანეტა - 2006”. ამ
კონკურსზე წარდგენილი ჰქონდა ორი პროექტი: ”ცეოლიტები” და
”მსოფლიო - თამბაქოს გარეშე”; ორივე პროექტმა საპრიზო პირველი
ადგილი მოიპოვა. ჯილდო - მოსწავლეთათვის 10 დღიანი დასვენება
შოვში; სკოლისათვის - 2 კომპიუტერი.
სკოლას მოპოვებული აქვს სხვა ჯილდოებიც და
მომავალშიც ეცდება აქტიური მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა
კონკურსებში და ღონისძიებებში.