|
გაკვეთილები ისტ-ის
გამოყენებით
გაკვეთილი 1
ჩვენს გაკვეთილებს სახელად ”ბობო” დავარქვით.
პატარებს რომ გაუადვილდეთ კომპიუტერის ჩართვა და ნაცნობ გარემოში
მუშაობა, წინასწარ ყველა კომპიუტერზე დავაყენეთ
User: bobo; ამ სახელით მხოლოდ ერთი კონკრეტული კლასის
მოსწავლეები სარგებლობენ; თითოეულ მოსწავლეს ”საკუთარი” კომპიუტერი
აქვს.
თემა: კომპიუტერის დანიშნულების და მისი
შემადგენელი ნაწილების გაცნობა.
მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ რა არის
კომპიუტერი (თავისი ასაკის შესაბამისად) და დაიმახსოვრონ
კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების სახელები.
შინაარსი:
მიზნის მისაღწევად გადავწყვიტეთ ელექტრონული
პრეზენტაციის მომზადება. პრეზენტაციის დროს ეკრანზე ჩნდება
კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების სურათები; ბავშვები უყურებენ
რა სურათებს, ლაბორატორიაში ეძებენ მსგავს მოწყობილობებს და
იმახსოვრებენ პედაგოგის მიერ ნათქვამ დასახელებებს. სასურველია,
ბავშვბსაც ვკითხოთ ამ მოწყობილობების სახელები, რადგან
შესაძლებელია ზოგიერთმა იცოდეს.
ამ პრეზენტაციაში 7 ძირითადი მოწყობილობაა
ნაჩვენები.
ბოლოს კი ისმის კითხვა: რისთვის გვჭირდება
კომპიუტერი?!
გთხოვთ, აცადეთ და ნახავთ, პატარები რამდენ რამეს
გიპასუხებენ. შეეცადეთ, კითხოთ, სად უნახავთ კომპიუტერი და მათი
უფროსი და-ძმები რას აკეთებენ კომპიუტერთან. ბავშვები საკმაოდ
კარგად ახსნიან ცომპიუტერის დანიშნულებას და ფუნქციებს.
პრეზენტაციის ბოლოს გაზაფხულის (ეს თემა ჩვენ
გაზაფხულზე გავიარეთ) სურათები და თვითონ ამ კლასის სურათები
ჩავსვით. თავიანთი თავი რომ ”კომპიუტერში დაინახეს” - ძლიან
მოეწონათ.
თქვენ შეგიძლიათ უამრავი მასალა მოძებნოთ და ჩასვათ
პრეზენტაციაში ბავშვების დაინტერესების მიზნით.
|