|
გაკვეთილები ისტ-ის
გამოყენებით
გაკვეთილი 2
პასუხები
აქ წარმოდგენილი მასალა პირველი გაკვეთილის
მომდევნო გაკვეთილისთვისაა განკუთვნილი - ანუ, მოდით შევამოწმოთ,
როგორ აითვისეს განვლილი მასალა - იციან თუ არა კომპიუტერის
ძირითადი მოწყობილობების დასახელება და მნიშვნელობა.
ამ გაკვეთილში მოცემულია ორი პრეზენტაცია - ერთი
განკუთვნილია საგაკვეთილო პროცესისთვის (ბმული -
გაკვეთილი 2),
ხოლო მეორეში (ბმული -
პასუხები)
მოცემულია პასუხები.
ჩვენის აზრით, ამ პრეზენტაციაში მნიშვნელოვანია ორი
მომენტი:
1. პრეზენტაცია ისეა აწყობილი, რომ მოსწავლეს
თვითონ უწევს კომპიუტერის ძირითადი ნაწილების სახელების ჩაწერა
(იხ. პრეზენტაციაში ”მე მქვია...”). საკმარისია თაგვის მაჩვენებელი
დააწკაპუნოს სამწერტილში და კლავიატურიდან პირდაპირ აკრიფოს
ამათუიმ მოწყობილობის სახელი. თუ ამ სავარჯიშოს (ეს პრეზენტაცია
პედაგოგმა წინასწარ ყველა კომპიუტერში უნდა ჩატვირთოს)
დამოუკიდებლად მისცემთ მოსწავლეებს, ხოლო შემდეგ სწორ ვარიანტს
თქვენ შესთავაზებთ (პროექტორის საშუალებით), მაშინ პატარას
საშუალება ექნება, თვითონ გაასწოროს თავისი ნამუშევარი და ნახოს რა
შეეშალა და რა სწორად გამოიცნო.
2. ამ პრეზენტაციაში ერთი ამოცანაცაა განხილული,
რომელიც ბავშვებმა უნდა ამოხსნან
კომპიუტერის გამოყენებით. ამოცანა მათემატიკურია: რამდენი
სხვადასხვა ხერხით შეიძლება დავალაგოთ სამი წიგნი თაროზე.
ამ ამოცანის ამოხსნა პატარებისთვის რთულია, მაგრამ თუ მათ ასეთ
წიგნებს დავულაგებთ თაროებზე და ვთხოვთ, მათ გადაადგილებას, მაშინ
შესაძლებელია, რომ ბავშვი თვითონ მიხვდეს ამოცანის ამოხსნას. მეორე
პრეზენტაციაში მოცემულია პროცესი, როგორ ხდება ამ წიგნების
დალაგება. თუ ბავშვი ამ ამოცანას ვერ გაიგებს, პედაგოგს აქვს
საშუალება, ნათლად აუხსნას ამ ამოცანის პასუხი.
|