თავფურცელი | ჩვენს შესახებ | კონტაქტები

43 საჯარო სკოლა

ჩვენი პატარები

გაკვეთილი 3

 

ეს გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობისთვის და მშობლიური ენისთვის არის განკუთვნილი.

 

პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებს წინასწარ გაუმზადოს 5-10 წუთიანი ფილმი, პრეზენტაცია, რგოლი - სხვადასხვა სურათებით, კადრებით, მუსიკით - ანუ ისეთი რამ, რაც ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს ჩვენების პროცესში - ცხადია მიზანმიმართულად.

ხოლო შემდეგ შემოწმოს - რამდენად ყურადღებით უსმენდნენ და უყურებდნენ ბავშვები.

შემდეგ კი შეიძლბა მოსწავლეებს ვთხოვოთ შეავსონ ასეთი ცხრილი (ნაჩვენები ფილმის მიხედვით):

არსებითი სახელები

ზმნები

1.

2.

1.

2.

 

ან უფრო მარტივი

საგნები

საგნების დახასიათება

1.

2.

1.

2.

აქ განხილულია თემა ”მხიარული ზაფხული”; როდესაც მეორე ცხრილი შეავსეს ბავშვებმა ინდივიდუალურად, შემდეგ ყველა აზრი ერთად ჩამოვწერეთ დაფაზე და ამის შემდეგ მივეცი დავალება, დაეწერათ თემა ”მხიარული ზაფხული”; ყველაფერ ამას, თავიანთი არდადეგების შთაბეჭდილებებიც დაამატეს და მშვენიერი შედეგი მივიღეთ.

ამ სავარჯიშოს შესრულების დროს ბავშვები ძალიან ყურადღებით არიან და ბევრს ფიქრობენ, რადგან მონაწილეობის მიღება ამ დავალებაში ყველას შეუძლია.

 

Copyright © 2006 43 საჯარო სკოლა

ქ. თბილისი; სოლოლაკი; ლ. ასათიანის ქ. 50

Hosted by uCoz
ტელ: 99–88–65; 93-23-07