|
ჩვენი პატარები
გაკვეთილი 4
სავარჯიშო
№1 -
პასუხი
სავარჯიშო
№2 -
პასუხი
სავარჯიშო
№3 -
პასუხი
სავარჯიშო
№4 -
პასუხი
აქ ოთხი ამოცანაა თავმოყრილი თავისი ამოხსნებით.
მაგრამ ამ ამოცანების ამოხსნამდე ბავშვებმა უნდა იცოდნენ სახატავ
რედაქტორში მუშაობა, ან შესაძლებელია ზოგიერთი ინსტრუმენტის
გამოყენება სწორედ ამ ამოცანების ამოხსნის დროს ვასწავლოთ.
როგორც წესი, ბავშვებს ძალიან კარგი მხედველობითი
მეხსიერება აქვთ. ამიტომ, ისინი ძალიან მარტივად იმახსოვრებენ
სახატავი რედაქტორის ინსტრუმენტების გამოყენების წესებს.
ამ ამოცანებისთვის გვჭირდება ფანქრის, ფუნჯის,
ფერთა პალიტრის, საშლელის, მინიშვნის, კოპირების და გადატანის
ინსტრუმენტები.
შემდეგ კი მათემატიკა, ლამაზი და ხალისიანი
ნახატები, რთული ამოცანები და მათი ამოხსნა.
მეოთხე სავარჯიშო მესამე და მეოთხე კლასის
მოსწავლისთვის რთული ამოსახსნელია.
მაგრამ თუ რაღაცნაირად მივახვედრებთ, რომ ერთი
ყვავილი დადოს ლურჯ ყუთთან (იხ.
სავარჯიშო №4), ხოლო
ორჯერ მეტი - მწვანესთან, შემდეგ გაცილებით გაუმარტივდება ამოცანის
ამოხსნა და ჩემის აზრით უკეთესად გაგიგებს ამ ამოცანას, როცა
თვითონ, დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ამოხსნის პროცესში.
შენიშვნა: ამ ამოცანების გადანაწილება
შეიძლება სხვადასხვა გაკვეთილებზე.
|