თავფურცელი | ჩვენს შესახებ | კონტაქტები

43 საჯარო სკოლა

ჩვენი პატარები

გაკვეთილი 6

 

ამ გაკვეთილს ”ბობო - მხედარი” ქვია.

გაკვეთილის მიზანია: მინიმუმ - ბავშვებმა კარგად აღიქვან მიმართულებები: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი; ნაბიჯების გადადგმა მოცემული მიმართულებით; ამოცანაში განხილულია თეორიული მასალა - როგორ გადაადგილდება ბობო-მხედარი დაფაზე განზომილებით 8X8. (იხ. გაკვეთილი 6).

პრეზენტაციაში მოცემულია სამი დავალება: პირველი დავალება მარტივია: მოსწავლემ უნდა გაარკვიოს სად მდებარეობს ბობო? ანუ იპოვოს ბობოს კოორდინატები. მეორე დავალებაში ბობო კონკრეტული უჯრიდან უნდა მიიყვანოს მოცემულ უჯრაში, აღწეროს განვლილი გზა და ამასთან, ეს გზა უნდა იყოს ყველაზე მოკლე.

მესამე დავალება უფრო რთულია: დაფაზე მოცემულია ბობოს მდებარეობა და დაფაზე გაფერადებულია 10 უჯრა; ბობო უნდა მოხვდეს ყველა უჯრაში და თითოეული უჯრიდან უნდა შეაგროვოს ქულები.

ჩემის აზრით, ეს სავარჯიშო მოსწავლეს მისცემს საშუალებას უკეთ გაერკვეს სიბრტყეზე ორიანტაციაში და განუვითარდება აზროვნება.

 

Copyright © 2006 43 საჯარო სკოლა

ქ. თბილისი; სოლოლაკი; ლ. ასათიანის ქ. 50

Hosted by uCoz
ტელ: 99–88–65; 93-23-07